„როსკოსმოსის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს 2024 წლის შემდეგ დატოვებს

რუსეთი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს 2024 წლის შემდეგ დატოვებს, რათა საკუთარი ორბიტული „ავანპოსტის“ აგებაზე ფოკუსირდეს.

აღნიშნულის შესახებ რუსეთის სახელმწიფო კოსმოსური კორპორაცია „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელმა იური ბორისოვმა განაცხადა.

ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

ცნობისთვის, ამ თვის დასაწყისში, ბორისოვმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთი სხვა პარტნიორების წინაშე აღებულ თავის ვალდებულებებს შეასრულებს, სანამ პროექტს დატოვებს.

მედიის ცნობით, ეს ოფიციალურ მოსკოვსა და დასავლეთს შორის უკრაინის ომის გამო უწყვეტი დაძაბულობის ფონზე ხდება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო