ჯო ბაიდენი ჩინეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარს გამართავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 28 ივლისს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან სატელეფონო საუბარს გამართავს. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა.

მედიის ცნობით, ამერიკისა და ჩინეთის ლიდრების საუბარი ორ ქვეყანას შორის გაზრდილი დაძაბულობის ფონზე გაიმართება. ესკალაციის მიზეზი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში შესაძლო ვიზიტია.

როგორც CNN წერს, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ოფიციალური პირები ჩუმად მუშაობენ, რათა პელოსი იმ რისკებში დაარწმუნონ, რაც მისმა პოტენციურმა მოგზაურობამ შესაძლოა გამოიწვიოს „ტაივანსა და ჩინეთს შორის ძალიან მგრძნობიარე მომენტში“.

ცნობისთვის, ბაიდენის ადმინისტრაცია შეშფოთებულია ტაივანთან დაკავშირებით ჩინეთის გეგმების გამო, რადგან ოფიციალურმა პეკინმა კუნძულის მიმართ თავისი რიტორიკა და აგრესიული ქმედებები ბოლო თვეებში გააძლიერა. ჩინეთმა სამხედრო თვითმფრინავები რამდენჯერმე გაგზავნა ტაივანის თვითგამოცხადებულ საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში, რაც აშშ-ს ოფიციალურ პირებს აფიქრებინებთ, რომ ჩინეთი შესაძლოა მომდევნო თვეებში კიდევ უფრო აგრესიული გახდეს, რათა ტაივანზე თავისი ძალაუფლება დაამტკიცოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო