გიორგი ხოჯევანიშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის წერილი მხოლოდ საკუთარი ინტერესების დაცვას ემსახურება

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილიწერილი მხოლოდ საკუთარი ინტერესების დაცვას ემსახურება.

კითხვაზე, თუ რა საჭირო იყო ბიძინა ივანიშვილის მხრიდან საქართველოში აშშ-ს ელჩ კელი დეგნანზე ხაზგასმა, ხოჯევანიშვილი პასუხობს, რომ ალბათ, მოვლენების განვითარებას და ბიძინა ივანიშვილის მორიგ წერილს უნდა დაველოდოთ.

„ძალიან მნიშვნელოვანია და ამასთანავე სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ქვეყანაში მიმდინარე უკიდურესად სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარებს არ ვისმენთ. ვისმენთ მხოლოდ საკუთარ ინტერესებთან დაკავშირებულ კომენტარებს და ამ შემთხვევაშიც იგივესთან გვაქვს საქმე.

ჩვენ ალბათ, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. გვახსოვს, რომ ერთი წლის წინ, მას შემდეგ რაც ჩვენი პოლიტიკური პარტია დაფუძნდა, ბიძინა ივანიშვილი წერილით გამოვიდა. ეს დღეს მეორედ მისი გამოსვლა იყო და მესამე წერილსაც დაველოდოთ,“ - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

რაც შეხება ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციების დღევანდელ შეხვედრას, პარტია „საქართველოსთვის“ წევრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს შორს ევროკავშირის 12 - პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულ იქნას.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა. ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ მასსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შორის შეხვედრა შედგა. როგორც ივანიშვილი განმარტავს, შეხვედრა ელჩის თხოვნით, 21 მარტს გაიმართა და ის „დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“.

ამასთან, საუბრობს, რეგიონში არსებული პოლიტიკურ ვითარებაზეც და აღნიშნავს, რომ დღეს, როცა ომის საფრთხე განეიტრალებულია, მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, ყურადღება უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები აშშ-სა და ევროკავშირთან არ დაზიანდეს. გარდა ამისა, როგორც ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, „გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს მიზანი დღესაც აქტუალურია - მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი გადალახა“.

ივანიშვილი განცხადებაში, როგორც ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, ისე უშუალოდ მასსა და შვეიცარიულ ბანკს შორის მიმდინარე დავასაც აფასებს და აღნიშნავს, რომ „არც იმას აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე გეგმავდა შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა