The Telegraph - ბორის ჯონსონი შესაძლოა, ნატო-ს გენერალური მდივანი გახდეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელიც თანამდებობას მალე დატოვებს, შესაძლოა, ნატო-ს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს, - ამ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Telegraph ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ მას შემდეგ, რაც ჯონსონი პრემიერ-მინისტრის პოსტს დატოვებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დარჩეს მაღალი თანამდებობის გარეშე, განსაკუთრებით უკრაინის მიმართ მისი ძლიერი მხარდაჭერის ფონზე, რომელმაც აჩვენა პოლიტიკოსის ძლიერი ლიდერული თვისებები.

The Telegraph-ის მიხედვით, ჯონსონის წარდგენას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის პოსტზე კანდიდატად მხარს უჭერენ თავდაცვის კომიტეტის წევრები რიჩარდ დრაქსი და მარკ ფრანსუა.

ცნობისთვის, ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციას ამჟამად იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობს. ის ამ თანამდებობაზე 2014 წელს დაინიშნა 5 წლის ვადით, თუმცა 2019 წელს მანდატი 2022 წლის ოქტომბრამდე გაუგრძელდა.

24 მარტს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი ომის გამო, ნატოს წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ სტოლტენბერგი თანამდებობაზე 2023 წლის 30 სექტემბრამდე დარჩება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს