ილია დარჩიაშვილი - პრემიერ-მინისტრის ყაზახეთში ვიზიტი აუცილებლად იქნება ახალი იმპულსი ამ ურთიერთობებში, იმისთვის, რომ გავაძლიეროთ თანამშრომლობა და პარტნიორობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ყაზახეთის რესპუბლიკაში. მას შეხვედრები ჰქონდა პრეზიდენტთან და კოლეგასთან, პრემიერ-მინისტრთან, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ყაზახეთის რესპუბლიკაში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად იმყოფება.

მინისტრის თქმით, მთავრობის მეთაურის ვიზიტი აუცილებლად იქნება ახალი იმპულსი საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობებში.

„ყაზახეთთან ჩვენ ტრადიციულად გვაკავშირებს კარგი ორმხრივი მეგობრული ურთიერთობები. ჩვენ ამ ვიზიტის ფარგლებში გვქონდა შესაძლებლობა განგვეხილა კოლეგებთან, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი უკვე არსებული კარგი და ძალიან ძლიერი ორმხრივი ურთიერთობები.

ხოლო მეორე მხრივ ჩვენ გვქონდა ძალიან აქტიური საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს არსებული ეკონომიკური პოტენციალის კიდევ უფრო მეტად გამოყენება, როგორც ჩვენი რეგიონის ჭრილიდან დანახული, ისე ამ რეგიონის. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აუცილებლად იქნება ახალი იმპულსი ამ ურთიერთობებში, იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენ ეს თანამშრომლობა და პარტნიორობა, რათა ამ თანამშრომლობით შეიქმნას ის შესაძლებლობები, რომელიც გააძლიერებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას და ზოგადად რეგიონულ თანამშრომლობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ვაჭრობისა და ზოგადად ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით,“ - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

ილია დარჩიაშვილის კომენტარს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა