ჰერალდიკის საბჭო - ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმართული დროშები საერთო ჰერალდიკური მემკვიდრეობაა

ჰერალდიკის საბჭო გასულ კვირას სოხუმში აღმართულ ისტორიულ დროშებთან დაკავშირებით, რომელმაც საზოგადოების ნაწილს კითხვები გაუჩინა, ინფორმაციას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმართული დროშები საერთო ჰერალდიკური მემკვიდრეობაა და აფხაზეთში ასეთი გამოფენა პირველი არ იყო.

„საქართველოს სახელმწიფო დროშის უმთავრეს ისტორიულ წყაროებს შუა საუკუნეების ევროპელი მოგზაურების საზღვაო რუკები ე.წ პორტულანები წარმოადგენს, რომლებზეც ხუთჯვრიანი დროშა საქართველოს დედაქალაქის - თბილისის და შავ ზღვაზე ქვეყნის მთავარი ნავსადგურის ქალაქ სოხუმის თავზე არის აღმართული. ზოგიერთ შემთხვევაში დღევანდელი სოხუმის - მაშინდელი სებასტოპოლისის ადგილას აღმართულია ორად გაკვეთილი დროშა, რომლის ერთი ნაწილი ხუთჯვრიანი კომპოზიციაა, იშვიათად ხელი, ხოლო მეორე ნაწილის თეთრ ველზე გამოსახულია ჰორიზონტალური, იშვიათად ირიბად დახრილი მწვანე ზოლები, რაც ჰერალდიკურად სახელმწიფოს და მხარის ურთიერთმიმართებას მიანიშნებს.

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 90-იან წლებში მანამდე უცნობი მასალა სახელმწიფო სიმბოლოების კომისიის მიერ ევროპის მუზეუმებსა და წიგნსაცავებში მოძიებული იქნა და ასევე აფხაზური მხარისთვის იქნა გაზიარებული.

არსებული საერთო ჰერალდიკური მემკვიდრეობის საფუძველზე საბჭოში მომზადებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების - დროშის და გერბის - რამდენიმე პროექტი. აღსანიშნავია ისიც, რომ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მოქმედი სიმბოლოები ასევე საერთო სახელმწიფოებრივი წარსულიდან გამომდინარეობს.

იგივე მასალა დაედო საფუძვლად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების დადგენას, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ გამართულ გამოფენებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. 2018 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იგივე ისტორიული დროშები დამზადდა და გამოიფინა, ასევე საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის დროს ქ. თელავში.

აფხაზეთშიც ასეთი გამოფენა პირველი არ იყო. საერთო ისტორიული წარსულის მქონე სიმბოლოები, რომლებსაც თვალსაჩინო იგივეობის მიუხედავად ოკუპირებულ ტერიტორიაზე რეჟიმი „აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის სიმბოლოებად“ მოიხსენიებს სოხუმშიც ხშირად გამოიფინება. დამატებით იხილეთ http://www.heraldika.ge/index.php?m=36,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში