ირაკლი კობახიძე - ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გვქონდეს სათანადო ურთიერთობები როგორც აშშ-სთან, ასევე ევროკავშირთან, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოწოდებაა

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გვქონდეს სათანადო ურთიერთობები როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, სტრატეგიულ პარტნიორთან, ასევე ევროკავშირთან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის წერილის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილის მხრიდან აშშ-სა და ევროკავშირთან ურთიერთობების საკითხზე გაკეთებული მოწოდება.

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გვქონდეს სათანადო ურთიერთობები როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, სტრატეგიულ პარტნიორთან, ასევე ევროკავშირთან. მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსის მიღებაც, რისთვისაც ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ეს არის მნიშვნელოვანი მოწოდება და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები წარიმართოს. მოგეხსენებათ, იყო გარკვეული სირთულეები ამ ურთიერთობებში, მათ შორის, ისიც, რომ კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭა, იყო დამაზიანებელი ზოგადად ამ ყველაფრისთვის. ჩვენ, ყველამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მომავალში ასეთი რისკები თუ ზიანი მაქსიმალურად ავარიდოთ ჩვენს ქვეყანას, ეს არის ჩვენი ამოცანა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა