მიხეილ ყაველაშვილი ივანიშვილისა და კელი დეგნანის შეხვედრაზე - ჩემთვის გასაგებია, რაზე იქნებოდა საუბარი - მეორე ფრონტი უნდა გაეხსნა

ჩემთვის გასაგებია, რაზე იქნებოდა საუბარი - მეორე ფრონტი უნდა გაეხსნა და რადგან ხელისუფლებაზე ვერ მოხდა ზეწოლის განვითარება, ჩათვალეს ალბათ საჭიროდ, რომ რადგან ივანიშვილი ამ პარტიის დამფუძნებელია, გავლენა აქვს შეიძლება ხელისუფლებაზე, იქნებ ამ ადამიანის საშუალებით მოვახერხოთ ამ ზეწოლის განხორციელება,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ბიძინა ივანიშვილის წერილთან დაკავშირებით დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ "ქართული ოცნება" ოფიციალურად დატოვა.

კითხვაზე, ომში ჩართვის საკითხი იყო თუ არა ივანიშვილის და კელი დეგნანის განხილვის თემა, ყაველაშვილი აცხადებს, რომ მისთვის ნათელია რაზე იყო საუბარი და ეს იყო მეორე ფრონტის საკითხი.

„ჩემი ვარაუდით, იმას, რასაც ვფიქრობდი, ჩემთვის ეს დადასტურდა, მაგრამ თუ თქვენ გააგრძელებთ, რომ ვერ მიხვდით და გინდა თუ არა სიტყვა- სიტყვით რაზე იყო საუბარი, გვაქვს ამის შესაძლებლობა ჩვენც და თქვენც, რომ მოვითხოვოთ როგორც ქალბატონი კელი დეგნანისგან, ასევე ბიძინა ივანიშვილისგან ტექსტუალურად, რა დონის შეხვედრა იყო და რაზე იყო ზუსტად საუბარი.

ეს ხომ ჩემი პირადი ახირება არ არის, დარწმუნებული ვარ, თქვენც გაწუხებთ კითხვები, არ გიჩნდებათ კითხვა, რაზე შეიძლება ესაუბრათ ივანიშვილს და კელი დეგნანს, არსებობდა თუ არა (სურვილი), რომ საქართველო მართლა ომში ჩართულიყო? შეიძლებოდა თუ არა ეს სურვილი ყოფილიყო ან რის ხარჯზე შეიძლებოდა ყოფილიყო? ამ ადამიანს ხომ შეუძლია ამ კითხვებზე (პასუხი გასცეს), მე ხომ ფაქტებით ვესაუბრებოდი, რომ არ გაემიჯნა და პირიქით, მხარდაჭერა გამოხატა ლომჯარიას მიმართ, აღარ ჩავუღრმავდები იმას, რომ არასწორი და შეურაცხმყოფელი იყო მისი პირველი პასუხი, რომ აღარ წაიკითხა, ურთიერთპატივისცემა თუ გვაქვს, შეურაცხყოფად აქეთ უფრო ჩავთვლით, რომ არჩეულ ადამიანს ასე უდიერი პასუხი გასცა.

ჩემთვის ეს ყველაფერი გასაგებია, რაზე იქნებოდა საუბარი - რაზეც ვავითარებ ამ ლოგიკურ ჯაჭვს, რომ საქართველო უნდა ჩართულიყო, მეორე ფრონტი უნდა გაეხსნა და ამაზე იყო ზეწოლა ხელისუფლებაზე და რადგან ხელისუფლებაზე ვერ მოხდა ზეწოლის განვითარება, ჩათვალეს ალბათ, საჭიროდ, რომ რადგან ივანიშვილია, რომელიც ამ პარტიის დამფუძნებელია, გავლენა აქვს შეიძლება ხელისუფლებაზე, იქნებ ამ ადამიანის საშუალებით მოვახერხოთ ამ ზეწოლის განხორციელება,"- განაცხადა ყაველაშვილმა.

დამაზუსტებელ კითხვაზე, ზეწოლაზე როცა საუბრობს, კელის დეგნანის მხრიდან ზეწოლას გულისხმობს თუ არა, ყაველაშვილი პასუხობს, რომ მას გულისხმობს.

„როცა ივანიშვილზე და კელი დეგანანზე მელაპარაკები, მესამე კაცი ხომ არ არსებობდა და რაზე მელაპარაკები?! აუცილებლად სახელი და გვარი უნდა დაგისახელო? ივანიშვილზე და კელი დეგნანზე ვსაუბრობ და მეუბნები - კელი დეგნანი? აბა მეორე ვინ არის სხვა?!- მიმართა ყაველაშვილმა ჟურნალისტს.

მისივე თქმით, უნდათ "ევროკავშირის წევრი გავხდეთ, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ ვიღაცამ მისთვის სასარგებლო ინტერესიდან გამომდინარე ჩათვალოს, რომ ამ ეტაპისთვის კარგი იქნებოდა, რომ უკრაინას დახმარებოდა საქართველო და საქართველოც მიიღებდა ამაში მონაწილეობას."

ყაველაშვილი ასევე აცხადებს, რომ არ სურთ იყოს მანიპულაციები, ტექნიკური მთავრობის შექმნის მხარდაჭერა და "რაღაც გაურკვეველი რევოლუციური ძვრები იმიტომ, რომ ხელისუფლება ამას (ომში ჩართვას) არ დათანხმდა."

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა