ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, მათ ნაკლებად აქვთ იმის შიში, რომ ჩინეთი თავს დაესხმება ნენსი პელოსის თვითმფრინავს, თუ ის ტაივანში გაფრინდება

ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, მათ ნაკლებად აქვთ იმის შიში, რომ ჩინეთი თავს დაესხმება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის თვითმფრინავს, თუ ის ტაივანში გაფრინდება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეტედ პრესი“ ავრცელებს.

მათვე ცნობით, ტაივანში გამგზავრების შემთხვევაში, პელოსი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში შევა, სადაც უბედურმა შემთხვევამ, წინდაუხედაობამ ან გაუგებრობამ მის უსაფრთხოებას შეიძლება საფრთხე შეუქმნას. შესაბამისად, პენტაგონი ავითარებს გეგმებს ნებისმიერი გაუთვალისწინებელი გარემოებისთვის.

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა „ასოშიეტედ პრესს“ უთხრეს, რომ თუ წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ტაივანში წავა, ამერიკელი სამხედროები ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში გაზრდიან ძალების მოძრაობას. მათ უარი განაცხადეს მედიასაშუალებისთვის დეტალების მიწოდებაზე, მაგრამ დასძინეს, რომ გამანადგურებელი თვითმფრინავები, გემები, სათვალთვალო აღჭურვილობა და სხვა სამხედრო სისტემები, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნება ტაივანში ფრენისას, პელოსის დაცვის უზრუნველსაყოფად.

ცნობისთვის, ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და მისი ძალისმიერი ანექსიის პერსპექტივა არ გამორიცხა. ოფიციალური ვაშინგტონი არაფორმალურ ურთიერთობებს და თავდაცვის კავშირებს ინარჩუნებს ტაივანთან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა