სერგეი ლავროვი აფრიკაში ვიზიტის ფარგლებში უგანდის პრეზიდენტს შეხვდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უგანდაში ორმხრივ მოლაპარაკებებზე პრეზიდენტ იოვერი მუსევენს შეხვდა. ეს
აფრიკის ოთხდღიანი ტურის განმავლობაში მესამე შეხვედრაა, რომელიც დღეს ეთიოპიაში დასრულდება.
„უკრაინის პორტების ბლოკადის შემდეგ, უგანდაში სურსათის ფასები საგანგაშო ტემპით გაიზარდა“, - აცხადებს აღმოსავლეთ აფრიკის წარმომადგენელი საზღვარგარეთული განვითარების კათოლიკურ სააგენტოში კატრინ ოგოლა.
მისი თქმით, ”ჩრდილოეთ უგანდასა და კარამოჯას ყველაზე მშრალ რაიონებში მცხოვრები თემები კლიმატის ცვლილების გამო განსაკუთრებით დაუცველები არიან არასტაბილური კვების ბაზრების მიმართ”.
აფრიკის რეგიონში დაახლოებით 48 მილიონი, უგანდაში კი თითქმის 500 000 ადამიანი საკვების დეფიციტს განიცდის.
რუსეთი უგანდასთან და აფრიკის სხვა ქვეყნებთან კავშირების გასაძლიერებლად ძალისხმევას აორმაგებს.

























