ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბორის ჯონსონი მისი ქვეყნის "დიდი მეგობარია" და არ უნდა "გაქრეს" მას შემდეგ, რაც იგი თანამდებობიდან გადადგება

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბორის ჯონსონი მისი ქვეყნის "დიდი მეგობარია" და არ უნდა "გაქრეს" მას შემდეგ, რაც იგი თანამდებობიდან გადადგება

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბორის ჯონსონი მისი ქვეყნის "დიდი მეგობარია" და არ უნდა "გაქრეს" მას შემდეგ, რაც იგი თანამდებობიდან გადადგება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

TalkTV-სთან საუბრისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ სურს, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი პოლიტიკაში, რაიმე თანამდებობაზე დარჩეს.

როგორც ცნობილია, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი თანამდებობას ოფიციალურად 6 სექტემბერს დატოვებს.