შიიტი სასულიერო პირის, მოქთადა ალ-სადრის მხარდამჭერები ერაყის პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ

ერაყის პარლამენტში არსებული შეფერხებების გამო, პროტესტის ნიშნად შიიტი სასულიერო პირის, მოქთადა ალ-სადრის მხარდამჭერები ბაღდადის პარლამენტის ცარიელ შენობაში შეიჭრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, პროტესტი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ქვეყანაში ოქტომბერში ჩატარებული არჩევნების შემდეგ კანონმდებლები პარლამენტში არ გამოჩნდნენ, რომელთაც ქვეყნის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის არჩევა ჰქონდათ დავალებული, რამაც გამოიწვია ის, რომ ქვეყანა 290 დღის განმავლობაში პრეზიდენტისა და კაბინეტის გარეშე დარჩა.

ამ დროისთვის, ქვეყანას ყოფილი პრემიერ-მინისტრი მუსტაფა ალ-ქადიმი მართავს, ხოლო თუ პარტიები ახალი მთავრობის არჩევაზე ვერ შეთანხმდებიან, ალ-ქადიმი აღნიშნულ თანამდებობაზე მომავალ არჩევნებამდე დარჩება.

ამასთან, როგორც Reuters-ი იუწყება, იმის გამო, რომ ერაყში მთავრობა არ არის არჩეული, ქვეყანა 2022 წლის ბიუჯეტის გარეშე დარჩა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა