თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სტამბოლში, ილია დარჩიაშვილის თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა კმაყოფილებით აღინიშნა, რომელიც მრავალი მიმართულებით წარმატებით ვითარდება და ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების და რეგიონული თანამშრომლობის თვალსაზრისით განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

„მინისტრებმა საქართველოსა და თურქეთს შორის მაღალი დონის ურთიერთკავშირების გააქტიურებას დადებითი შეფასება მისცეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტს კიდევ ერთხელ დადებითი შეფასება მიეცა. მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების განხორციელების თვალსაზრისით მომავალშიც აქტიურად იმუშაონ. ამ მხრივ საუბარი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის საქართველოში ვიზიტს შეეხო.

ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მაღალი შეფასება მიეცა, რომელიც მრავალმხრივი მიმართულებით ურთიერთობების განსამტკიცებლად ყოვლისმომცველი ფორმატია და ახლო მომავალში საბჭოს ფორმატში შეხვედრის შესაძლებლობის იმედი გამოითქვა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს დაეთმო, მათ შორის, სავაჭრო- ეკონომიკურ კავშირებს და მათი შემდგომი განვითარების დიდ პოტენციალს. ამ მხრივ უკვე მიღებული წარმატებული შედეგები აღინიშნა, მათ შორის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა. მინისტრები შეთანხმდნენ, უწყებების დონეზე ქვეყნებს შორის სავაჭრო და ბიზნეს კავშირების გამყარებისთვის იმუშაონ. საქართველო-თურქეთს შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური საბჭოს მორიგი შეხვედრის ჩატარება დაიგეგმა.

მინისტრებმა ქვეყნებს შორის ურთიერთმხარდაჭერის მაღალი დონე კმაყოფილებით აღნიშნეს. ილია დარჩიაშვილმა თურქ კოლეგას თურქეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, ისევე როგორც თურქეთის ხმამაღალი პოზიციისთვის საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, მინისტრებმა ასევე, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს და ამ მხრივ, რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით თურქეთის ძალისხმევას ხაზი გაესვა.

„რეგიონში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას თავის მხრივ სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აღინიშნა. ამ მხრივ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის თბილისში გამართულ პირველ შეხვედრას მიესალმა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო კონკრეტულად ამ პროცესსა და რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფაში მომავალშიც პოზიტიურ როლს შეასრულებს.

საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მრავალმხრივ ფორმატებში ორი ქვეყნის ურთიერთობებს მიესალმნენ და განსაკუთრებულად აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატი და მის ფარგლებში თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები აღნიშნეს, რომლებიც წარმატებით ვითარდება.

შეხვედრაზე საუბარი მჭიდრო ხალხთაშორის კავშირებს შეეხო და მინისტრები ამ მიმართულებით შესაბამისი უწყებების წარმატებულ თანამშრომლობას მიესალმნენ. ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის 30 წლისთავი კმაყოფილებით აღინიშნა. მინისტრებს საჩუქრად თურქეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, სპეციალურად საიუბილეო თარიღისთვის დამზადებული სამახსოვრო მედალიონი გადაეცათ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა