გიტანას ნაუსედა - უკრაინაში არც ამჯერად მოვსულვარ ხელცარიელი, გადავეცით საბრძოლო მასალა და 10 ჯავშანმანქანა - ჩვენ არ მივცემთ სხვებს უფლებას, დაივიწყონ უკრაინა და დაიღალონ

ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ უკრაინის დედაქალაქ კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ლიეტუვა უკრაინას საბრძოლო მასალასა და 10 ჯავშანმანქანას აჩუქებს.

ნაუსედას თქმით, ლიეტუვა უკრაინის გვერდით ომის დაწყების პირველივე დღიდან იდგა და მისთვის დახმარების გაწევას გააგრძელებს.

„არც ამჯერად მოვსულვარ ხელცარიელი. დღეს უკრაინას გადავეცით საბრძოლო მასალა და 10 ჯავშანმანქანა. მალე მიიღებთ ლიეტუვაში წარმოებულ ანტიდრონებს. ვიცით, რომ ეს სისტემები ნამდვილად გჭირდებათ. ჩვენ არ მივცემთ უფლებას სხვებს დაივიწყონ უკრაინა და დაიღალონ ომით, როგორც დასავლეთში ასევე აღმოსავლეთშიც. ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ იმისათვის, რომ რუსეთის მხრიდან დანაშაულებებზე პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ“,-განაცხადა ნაუსედამ.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა