ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უკრაინა ვერ მოიგებს რუსეთის წინააღმდეგ ომს, ნატო-ს მხარდაჭერის ამჟამინდელი სტრატეგიით

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის თქმით, უკრაინა ვერ მოიგებს რუსეთის წინააღმდეგ ომს ნატო-ს მხარდაჭერის ამჟამინდელი სტრატეგიით. ამის შესახებ უნგრეთის ლიდერმა ვენაში, ავსტრიის კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

„ამ ფორმაში ეს ომი ვერ იქნება მოგებული. ნატო-ს ამჟამინდელმა სტრატეგიამ, რაც უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასა და წვრთების ჩატარებას გულისხმობს, ამ მომენტამდე აჩვენა, რომ ის წარმატებისკენ არ მიგვიყვანს“ , - აღნიშნა ორბანმა.

როგორც უნგრეთის პრემიერმა დასძინა, არ იქნება მშვიდობა სტრატეგიის შეცვლის გარეშე.

“გაურკვეველია, როგორ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ რეცესია ევროკავშირში, თუ ომი გაგრძელდება”, - განაცხადა ორბანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს