სახელმწიფო დეპარტამენტი - საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო პირობები კარგია, თუმცა, იზრდება ნდობის ნაკლებობა სასამართლოს შესაძლებლობის მიმართ, განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად, დროულად და კომპეტენტურად

ზოგადად, ბიზნეს და საინვესტიციო პირობები კარგია და საქართველო კარგად პოზიციონირებს რეგიონულ ქვეყნებს შორის, თუმცა, იზრდება ნდობის ნაკლებობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად, დროულად და კომპეტენტურად,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის საინვესტიციო კლიმატის შეფასებით ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის თანახმად, ზოგიერთი ბიზნეს დავა სასამართლო სისტემაში წლების განმავლობაში ჭიანურდება.

„სხვა კომპანიები უჩივიან მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტურ პროცესებს, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებაში ხარვეზებს, ეფექტური ანტიმონოპოლიური პოლიტიკის არარსებობას.

არის ბრალდებები პოლიტიკური ჩარევის, კანონებისა და რეგულაციების შერჩევითი აღსრულების, მათ შორის კომერციული კანონების, ასევე არის ბრალდებები საკუთრების უფლებებზე დავების გადაჭრის სირთულეებთან დაკავშირებით.

საქართველოს მთავრობა აგრძელებს მუშაობას ამ საკითხების გადასაჭრელად და, მიუხედავად დარჩენილი გამოწვევებისა, საქართველოს მაღალი რეიტინგი აქვს რეგიონში, როგორც ბიზნესის კეთებისთვის კარგი ადგილი", - ნათქვამია ანგარიშში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო