აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - საქართველოში ექსპროპრიაციის დავები არ არის გავრცელებული, თუმცა წინა ხელისუფლების დროს იყო ქონების გადაცემის შემთხვევები, რომლებიც არ იყო გამჭვირვალე და სავარაუდოდ, იძულებით განხორციელდა

საქართველოში ექსპროპრიაციის დავები არ არის გავრცელებული, თუმცა წინა ხელისუფლების დროს იყო ქონების გადაცემის შემთხვევები, რომლებიც არ იყო გამჭვირვალე და სავარაუდოდ, იძულებით განხორციელდა,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის საინვესტიციო კლიმატის შეფასებით ანგარიშშია საუბარი.

ანგარიშში ასევე, აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუცია იცავს საკუთრების უფლებებს მათ შორის საკუთრების ფლობის, შეძენის, განკარგვისა და მემკვიდრეობის უფლებებს.

რაც შეეხება ექსპროპრიაციას, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მიმოხილულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესები და ინვესტორთა უფლება სასამართლოში განიხილონ აღნიშნული საკითხი.

„საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ საქართველოს მოქალაქეების თანაბარი უფლებები და მოვალეობები, გარდა გარკვეული ქონებრივი უფლებებისა. კონსტიტუცია ნებას რთავს საკუთრების უფლების შეზღუდვას ან გაუქმებას მხოლოდ უკიდურესი საზოგადოებრივი აუცილებლობის შემთხვევაში და მხოლოდ კანონით დაშვებულ ფარგლებში.

კანონი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ქონების ჩამორთმევის პროცედურების შესახებ ადგენს საქართველოში ექსპროპრიაციის წესს. კანონი ნებას რთავს ექსპროპრიაციას გარკვეული ჩამოთვლილი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის, ადგენს მექანიზმს შეფასებისა და კომპენსაციის გადახდისათვის და ითვალისწინებს შეფასების სასამართლო განხილვას ნებისმიერი მხარის შეხედულებისამებრ.

საქართველოს კანონი ინვესტიციების შესახებ უცხოური ინვესტიციების ექსპროპრიაციას მხოლოდ შესაბამისი ანაზღაურებით უშვებს. „საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ქონების ჩამორთმევის პროცედურების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები საშუალებას იძლევა კომპენსაციის გადახდა მოხდეს როგორც ანალოგიური ღირებულების საკუთრებით, ისე ფულადი სახსრებით.

კომპენსაცია მოიცავს ყველა ხარჯს, რომელიც დაკავშირებულია ექსპროპრიირებული ქონების შეფასებასთან და მიწოდებასთან. კომპენსაცია უნდა გადაიხადოს დაუყოვნებლად და უნდა მოიცავდეს როგორც ექსპროპრირებული ქონების ღირებულებას, ასევე უცხოელი ინვესტორისთვის ექსპროპრიაციის გამო მიყენებულ ზარალს. უცხოელ ინვესტორს აქვს უფლება განიხილოს ექსპროპრიაციის საკითხი საქართველოს სასამართლოში.

საქართველოში ექსპროპრიაციის დავები არ არის გავრცელებული, თუმცა წინა ხელისუფლების დროს იყო ქონების გადაცემის შემთხვევები, რომლებიც არ იყო გამჭვირვალე და თითქოს განხორციელდა იძულებით“,- ნათქვამია ანგარიშში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა