აშშ-ში წყალდიდობას 8 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში წყალდიდობას 8 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში კენტუკის შტატში გადაუღებელმა წვიმებმა მდინარეებში წყლის დონის მატება გამოიწვია, რამაც დასახლებული პუნქტები დატბორა.

სტიქიის შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია.

წყალდიდობას კენტუკის შტატში სულ მცირე 8 ადამიანი ემსხვერპლა. შტატის გუბერნატორის, ენდი ბეშერის განცხადებით, რამდენიმე ადამიანი დაკარგულად ითვლება და მსხვერპლთა რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება.