ფიქრია ჩიხრაძე - ძალიან მძიმეა ჩვენი მდგომარეობა, შესაძლოა, შესაძლებლობის ფანჯარა გავუშვათ ხელიდან - ცოდოები ვართ, რომ იმ უბედურებასა და ჭაობში ჩავრჩეთ, სადაც  ჩატოვებას გვიპირებს ბიძინა ივანიშვილი

„ქართული ოცნებისთვის“ ევროკავშირის გზით წასვლა ხაფანგია, ხელისუფლებას დაკარგავენ, ვერ ექნებათ ძალაუფლების ბერკეტებზე გავლენა, როგორც დღეს აქვთ. თუ აქ ჩავრჩებით და არ გავუწევთ წინააღმდეგობას, ოლიგარქიული მმართველობისთვის გზა ხსნილია, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ფიქრია ჩიხრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ ევროკომისიის 12 პუნქტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ძალიან მძიმეა ქართული სახელმწიფოს მდგომარეობა, ვინაიდან, შესაძლოა, შესაძლებლობის ფანჯარა გავუშვათ ხელიდან.

„ამ მავნებლურმა ფრაზამ და მესიჯმა „ომში გვითრევენ“ ძალიან დიდი დარტყმა და ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენა ქართულ საზოგადოებას. უკრაინას რომ არ ეომა, უკრაინის ხელისუფლებას და მის გმირს ხალხს რომ არ ჰქონოდა განწყობა, ევროპის ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები სულ სხვა სქემას სთავაზობდა.

ცხადია, რომ აზიის, შუა აზიის რეგიონში მყოფი ქვეყნები და ბალტიისპირეთის ქვეყნები საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნავენ, კიდევ უფრო მეტ გარანტიებს ეძებენ მსოფლიოში.

ძალიან მძიმეა ჩვენი მდგომარეობა, ვინაიდან, შესაძლოა, შესაძლებლობის ფანჯარა გავუშვათ ხელიდან. ამას „ქართულმა ოცნებამ“ „ხაფანგი“ დაარქვა. თქვეს, რომ ხაფანგი დაგვიგეს, როდესაც სტატუსი შემოგვთავაზეს. ერთმანეთს აცდა ქართული სახელმწიფოს და „ქართული ოცნების“ მოტივაცია. მათთვის ევროკავშირის გზით წასვლა ხაფანგია, ხელისუფლებას დაკარგავენ, ვერ ექნებათ ძალაუფლების ბერკეტებზე გავლენა, როგორც დღეს აქვთ. თუ აქ ჩავრჩებით და არ გავუწევთ წინააღმდეგობას, ოლიგარქიული მმართველობისთვის გზა ხსნილია. ეს არ არის ქართველი ხალხის ინტერესი, ქართველი ხალხი იმსახურებს უკეთეს ცხოვრებას. ძალიან ცოდოები ვართ, რომ ამ უბედურებაში და ჭაობში ჩავრჩეთ, სადაც გვიპირებს ჩატოვებას „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი“, - აღნიშნავს ჩიხრაძე.

ამასთან, მან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის და მმართველი გუნდიდან გასული სუბარი-ხუნდაძე-ყაველაშვილის ჯგუფზეც და მათ განცხადებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ე.წ. ამბოხებულების პროექტი ჩაუვარდათ“.

ირაკლი კობახიძეს დესტრუქციულ რიტორიკაში ვერ აჯობებს ვერავინ. ის ამით ცხოვრობს. ეს არის მისი ყოველდღიური ურთიერთობის ქვაკუთხედი. ვერც ყაველაშვილი, ვერც ხუნდაძე და სუბარი ამას ვერ აღწევს. ელექტორატისთვის შეურაცხმყოფელი უნდა იყოს ამ მდარე სველებით თამაში“, - აღნიშნავს ჩიხრაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა