მიხაილო პოდოლიაკი რუსების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვის წამებაზე - მსოფლიოს უნდა ახსოვდეს: რუსეთი კაციჭამიების ქვეყანაა, რომელიც ტკბება წამებით და მკვლელობით

მსოფლიოს უნდა ახსოვდეს: რუსეთი კაციჭამიების ქვეყანაა, რომელიც ტკბება წამებით და მკვლელობით,- ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ტვიტერზე“ გაავრცელა.

ის ამგვარად გამოეხმაურა რუსი პროპაგანდისტების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს, სადაც ასახულია უკრაინელი სამხედრო ტყვის წამება.

პოდოლიაკის განცხადებით, ომის ბურუსი ვერ აარიდებს სასჯელს რუს ჯალათებს.

„რუსმა პროპაგანდისტებმა აღტაცებით გამოაქვეყნეს ვიდეო, როგორ მიაყენა დაზიანებები უკრაინელ ტყვეს რუსი არაადამიანების ჯგუფმა. მსოფლიოს უნდა ახსოვდეს: რუსეთი კაციჭამიების ქვეყანაა, რომელიც ტკბება წამებით და მკვლელობით. მაგრამ ომის ბურუსი, ვერ აარიდებს სასჯელს რუს ჯალათებს. ყველას გამოვავლენთ, ყველას მივწვდებით“,- განაცხადა პოდოლიაკმა.

ცნობისთვის, რუსი პროპაგანდისტების მიერ ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ კადრებში რუსი ოკუპანტი უკრაინელ სამხედრო ტყვეს გენიტალიებს საკანცელარიო დანით აჭრის. წამების შედეგად სამხედრო ტყვე გარდაიცვალა.

უკრაინული მედიის ცნობით, ჯალათის ვინაობის დადგენილია.

გიორგი ბილანიშვილი - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან განსხვავებით, მოსკოვი ნამდვილად არ უნდა იყოს უკმაყოფილო იმით, რაც ახლა საქართველოში ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 04.08.2022
ხათუნა ბურკაძე - აგვისტოს ომიდან 14 წლის განმავლობაში რუსეთის უცვლელი, უკიდურესად აგრესიული პოლიტიკის შესაჩერებლად საერთაშორისო სისტემის გარდაქმნაა აუცილებელი
სოფიო გრაკალიშვილი  - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის სურვილია მომხმარებელმა ყველაფერი იცოდეს დაზღვევის პირობების შესახებ და საინფორმაციო ფურცელზე ხელმოწერა არ იყოს ფორმალური პროცედურა
„ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილება ბიზნესის საუკეთესო ინტერესებზეა ორიენტირებული“ - ლოგისტიკური კომპანია საბაჟო დეპარტამენტის ნაბიჯს მიესალმება