სერგეი ლავროვი - რუსეთი იზიარებს ოფიციალური პეკინის „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკას

სერგეი ლავროვი - რუსეთი იზიარებს ოფიციალური პეკინის „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკას

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი იზიარებს ოფიციალური პეკინის „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკას.

მისი თქმით, ტაივანთან დაკავშირებით რუსეთს მკაფიო პოზიცია აქვს და ის სრულიად ემთხვევა ოფიციალური პეკინის პოლიტიკას.

"ჩვენი პოზიცია მხოლოდ ერთი ჩინეთის არსებობის შესახებ უცვლელი რჩება. ჩვენ არ გვაქვს პრობლემა ჩინეთის მხრიდან საკუთარი სუვერენიტეტის პრინციპის დაცვასთან“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, 28 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჩინელ კოლეგასთან, სი ძინპინთან სატელეფონო საუბარი გამართა. საუბრისას სი ძინპინმა განაცხადა, რომ ტაივანის საკითხთან დაკავშირებით აშშ ცეცხლს ეთამაშება და შეიძლება დაიწვას.