აშშ-ის შტატ კენტუკიში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა

აშშ-ის შტატ კენტუკიში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა

აშშ-ის შტატ კენტუკიში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა- ინფორმაციას BBC-ი შტატის გუბერნატორ ენდი ბაშერზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასული დღეების განმავლობაში გადაუღებელმა წვიმებმა მდინარეებში წყლის დონის მატება გამოიწვია, რამაც დასახლებული პუნქტები დატბორა.

სტიქიის შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია. ბოლო მონაცემებით, 23 000-ზე მეტ ადამიანს ელექტროენერგია არ დრომდე არ მიწოდება.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წყალდიდობას „დიდი უბედურება“ უწოდა და ფედერალური დახმარების გამოყოფის ბრძანება გასცა.