სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირი უკრაინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს მაშინ დაიწყებს, როცა კიევი ევროკომისიის 7 კრიტერიუმს შეასრულებს

სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტანია ფაიონი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი უკრაინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს მაშინ დაიწყებს, როცა კიევი ევროკომისიის შვიდ კრიტერიუმს შეასრულებს. ამის შესახებ მან უკრაინულ მედიას განუცხადა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ უკრაინამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო. ეს იყო ძალიან ძლიერი სიმბოლური და პოლიტიკური გზავნილი, რომ თქვენ ხართ ევროპის ნაწილი და გაქვთ მკაფიო ევროპული პერსპექტივა", - აღნიშნა ფაიონმა.

სლოვენიის პირველმა დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხოლოდ უკრაინაზეა დამოკიდებული, როდის დაიწყებენ გაწევრიანების მოლაპარაკებებს.

„თქვენ გაქვთ სია, იმისა რაც უნდა განახორციელოთ - პირველი, მართლმსაჯულების რეფორმა. როცა კანდიდატის სტატუსს იღებ, საქმე სიმბოლიზმში არაა. ეს ეხება გაწევრიანების წინა ფონდს და მთელი რეფორმების პროცესს. ამის შემდეგ ევროკავშირი ვალდებულია დაიწყოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები“, - დასძინა სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ფაიონმა აღნიშნა, რომ გაწევრიანების პროცესს შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს, მაგრამ ეს შეიძლება უფრო სწრაფად განხორციელდეს, თუ პოლიტიკური ნება იქნება ევროკავშირში და უკრაინა კი ევროპული ინტეგრაციის ერთგული.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია