„გაზპრომმა“ ლატვიას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუჩერა

ბუნებრივი აირის მწარმოებელმა რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ ლატვიას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუჩერა. როგორც კომპანია Telegram-ის ოფიციალურ არხზე აცხადებს, ლატვიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეჩერების მიზეზი მოსკოვსა და დასავლეთს შორის არსებული დაძაბულობა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული მკაცრი სანქციებია. ამასთან „გაზპრომმა“ ოთხშაბათს 20%-ით შეამცირა გაზის მიწოდება ევროპისთვის.

ცნობისთვის, რუსეთმა ბუნებრივი აირის მიწოდება უკვე შეუჩერა პოლონეთს, ბულგარეთს, ფინეთს, ნიდერლანებსა და დანიას. აღნიშნულმა ქვეყნებმა რუსული გაზის რუბლში შესყიდვაზე უარი განაცხადეს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა