ანდრეი ერმაკი რუსეთის საელჩოს მოწოდებაზე „აზოვის” მებრძოლების სიკვდილით დასჯაზე  - რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა

რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა,- ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს სოციალურ ქსელში გავრცელებულ მოწოდებას „აზოვის” მებრძოლების სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით.

ერმაკის შეფასებით, მსგავსი მოწოდებების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ ტერორისტებსა და მხეცებს.

„რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. 21-ე საუკუნეში დიპლომტიურ დონეზე იმის თქმა, რომ ადამიანები იმსახურებენ სიკვდილით დასჯას ჩამოხრჩობის გზით, შეუძლიათ მხოლოდ ტერორისტებსა და მხეცებს. რუსეთის ფედერაცია ტერორიზმის დამფინანსებელი სახელმწიფოა. კიდევ რა მტკიცებულებებია საჭირო?“- განაცხადა ერმაკმა „ტვიტერის“ გვერდზე.

ცნობისთვის, ბრიტანეთში რუსეთის საელჩომ „აზოვის“ პოლკიის დატყვევებული მებრძოლების სიკვდილით დასჯისკენ მოუწოდა, სიკვდილით დასჯის ფორმად კი ჩამოხრჩობა მიუთითა. შესაბამისი განცხადება ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს „ტვიტერის“ გვერდზე გავრცელდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „აზოვის“ პოლკში ნამდვილი ჯარისკაცები არ არიან და დამამცირებელ სიკვდილს იმსახურებენ.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
"გალფის" ინიციატივით 100 პირველკურსელს, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებში უმაღლესი ქულები მიიღო, ერთწლიანი ყოველთვიური სტიპენდია დაენიშნება
„საქართველოს ბანკის“ აქციების ღირებულება რეკორდულ მაქსიმუმზეა
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის