Euronews - ფინეთის მთავრობა რუსეთის მოქალაქეებისთვის სამოგზაურო ვიზების აკრძალვას გეგმავს

ფინეთის მთავრობა გეგმავს ახალი რეგულაციის დაწესებას, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის სამოგზაურო ვიზების აკრძალვას გულისხმობს.

გამოცემა Euronews-ის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეების ფინეთში შესვლა სამოგზაუროდ და შოპინგისთვის გასულ წლებშიც ხშირი იყო, თუმცა ფინეთის ხელისუფლება ფიქრობს, რომ წელს მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის ივლისში ფინეთში რუსეთის 176 000-ზე მეტი მოქალაქე შევიდა. გამოცემა წერს, რომ ფინეთის ხელისუფლება რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების აკრძალვის შესახებ ევროკავშირის რეკომენდაციას ელოდება, რის შემდეგაც რეგულაცია ძალაში შევა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო