რუსეთის ჯარებმა დონეცკის ოლქში 17 დასახლებული პუნქტი დაბომბეს, არიან დაღუპულები

რუსეთის ჯარებმა დონეცკის ოლქში 17 დასახლებული პუნქტი დაბომბეს, არიან დაღუპულები

დონეცკის ოლქში რუსეთის ფედერაციის ჯარებმა დღე-ღამის განმავლობაში 17 დასახლებული პუნქტი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაჭრილები. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიცია იუწყება.

დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა დაბომბეს 17 დასახლებული პუნქტი: ავდეევკა, უგლედარი, ბახმუტი, კრამატორსკი, მიკოლაევკა, ველიკაია ნოვოსელკა, კრასნოგოროვკა, სლავიანსკი, ზალიზნოე, კამენკა, ვოდიანოე, ივანოვსკოე, კურდიუმოვკა, იასნობროდოვოე, კარლოვკა, პერვომაისკოე და ნიუ-იორკი.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რუსებმა ქალაქებსა და სოფლებს ავიაციით და R-500 ისკანდერ-K რაკეტებით, არტილერიითა და გრადებით დაარტყეს. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არიან სამოქალაქო პირები. მტერმა გაანადგურა და დააზიანა 52 სამოქალაქო ობიექტი - 37 საცხოვრებელი კორპუსი, საავადმყოფო, ამბულატორია, ავტოსადგური სლავიანსკში, სარკინიგზო ინფრასტრუქტურა.