ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი თავისი ძალების მნიშვნელოვან ნაწილს დონბასის ჩრდილოეთ სექტორიდან უკრაინის სამხრეთით გადაიყვანს

რუსეთმა იგრძნო სამხრეთით საკუთარი დაჯგუფების გაძლიერების აუცილებლობა. ცალსახაა, ამას ძალების გადაადგილებით შეეცდება, რომელიც ახლა დონბასშია განთავსებული,- ამის შესახებ ბრიტანული დაზვერვის უახლეს ანგარიშშია ნათქვამი.

ამასთან, რუსული ძალები ცდილობენ ბახმუტის მიმართულებით შეტევას, სადაც ოკუპანტები პროგრესს აღწევენ.

„როგორც გასულ კვირას უკრაინის ხელისუფლება აცხადებდა, დიდი ალბათობით, რუსეთი თავისი ძალების მნიშვნელოვან ნაწილს დონბასის ჩრდილოეთ სექტორიდან უკრაინის სამხრეთით გადაიყვანს. რუსეთი დააკორექტირებს დონბასზე თავდასხმის ოპერატიულ გეგმას მას შემდეგ, რაც ვერ შეძლო ოპერატიული გარღვევა გეგმის მიხედვით, რომელსაც ის აპრილიდან მოყოლებული ეყრდობოდა. ახლა, როგორც ჩანს, ფრონტი ზაპოროჟიესთან განსაზღვრეს როგორც სუსტი მონაკვეთი, რომელიც გაძლიერებას საჭიროებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო