ანდრეი ერმაკი ­- რუსი ოკუპანტების მიერ ხარკოვისა და მიკოლაევის დაბომბვა ინფანტილური შურისძიებაა მათ მიმართ, ვინც აირჩია თავისუფლება და ვინც სულიერად ძლიერები არიან

ანდრეი ერმაკი ­- რუსი ოკუპანტების მიერ ხარკოვისა და მიკოლაევის დაბომბვა ინფანტილური შურისძიებაა მათ მიმართ, ვინც აირჩია თავისუფლება და ვინც სულიერად ძლიერები არიან

რუსი ოკუპანტების მიერ ხარკოვისა და მიკოლაევის დაბომბვა ინფანტილური შურისძიებაა მათ მიმართ, ვინც აირჩია თავისუფლება და ვინც სულიერად ძლიერები არიან,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა „ტელეგრამის“ გვერდზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციას აქვს მხოლოდ საბჭოთა იარაღი, ჰყავს ჯარი წარსულიდან და აქვს დიდი შიში მათ მიმართ, ვინც არასდროს ნებდება.

„ტერორისტი სახელმწიფო აგრძელებს ადამიანებთან ბრძოლას გაჩერებებსა და სამედიცინო დაწესებულებებში. ეს არის რუსების ინფანტილური შურისძიება მათ მიმართ, ვინც სულიერად ძლიერია და აირჩია თავისუფლება „რუსულ სამყაროში“ მონობის ნაცვლად.

ამასთან, ერმაკმა აღნიშნა, რომ უკრაინას აქვს სულ უფრო მეტი თანამედროვე იარაღი, ის დარწმუნებულია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები შეძლებენ რუსეთის ტერორისტული ომის მანქანასთან გამკლავებას.

ცნობისთვის, 1-ელ აგვისტოს ღამით რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაევზე მასშტაბური დარტყმა განახორციელეს. შედეგად დაზიანდა საავადმყოფო და 4 შენობა. გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. დარტყმა განხორციელდა ხარკოვის ოლქზეც, დაიბომბა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელი, დაღუპულია ერთი ადამიანი.