გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების ოჯახები 100 ათას ლარს მიიღებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების ოჯახები 100 ათას ლარს მიიღებენ.

„მინდა კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარება გამოვხატო გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო. ჩვენ ამ ქვეყნის ღირსეული შვილები, ეკიპაჟის წევრები და მაშველები დავკარგეთ, ასევე გამოჩენილი მფრინავები, ღირსეული ადამიანები. ძალიან კარგად ვიცნობდი ამ ადამიანებს. წლები ერთად ვმგზავრობდით და მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს და მთელ ჩვენს საზოგადოებას, სამინისტროს მთელ შემადგენლობას და თითოეულ თანამშრომელს. ეს დიდი ტრაგედიაა. ჩვენ ყველას გული დაგვწყვიტა ამ დიდმა ტრაგედიამ და მინდა კიდევ ერთხელ ჩვენი მწუხარება გამოხატო ამ ოჯახების მიმართ. სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდში გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს, სამინისტრო თითოეულ ოჯახს გამოუყოფს 100 ათას ლარს. ასევე, გამონაკლისის სახით, ჯანდაცვის სამინისტრო დაღუპული ექიმებისთვის გამოყოფს 100 ათას ლარს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ინფორმაციისთვის, გუდაურში სამაშველო ოპერაციისას ვერტმფრენი ჩამოვარდა, რასაც ბორტზე მყოფი რვავე პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო