მამუკა მდინარაძე - რადგან საქმე შეეხება ჩვენს მეგობარ ქვეყანას, უნდა გავჩერდეთ ყველაფერზე? - მონური ფსიქოლოგია ამ ქვეყანაში არავის უნდა ჰქონდეს

რადგან საქმე შეეხება ჩვენს მეგობარ ქვეყანას, უნდა გავჩერდეთ ყველაფერზე?! თუ მათ შევეკამათებით ეს ორი ქვეყნის მეგობრობის ჩარჩოებში და სიმართლის დაცვის ჩარჩოებშიც ჯდება, - ასე უპასუხა “ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც პარტნიორებთან მიმართებაში გაკეთებულ განცხადებებს შეეხებოდა.

მდინარაძის განმარტებით, არცერთ პოლიტიკოსს არ გამოუყენებია წინადადება - „დასავლეთს უნდა ომი“ და კონკრეტულ კითხვებს პასუხი რომ გასცემოდა, ამ თემის განხილვა აღარ გაგრძელდებოდა.

„თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ შემთხვევა რომ რომელიმე პოლიტიკოსმა გამოიყენა ფრაზა - „დასავლეთს უნდა ომი“. ჩვენი რჩევა იყო, რომ კონკრეტულ კითხვებს კონკრეტული პასუხები გასცემოდა, რადგან პასუხები არ იყო, ეს თემაც იმიტომ გაგრძელდა. თუ კითხვები დაისვა, ეს არის თავდასხმა და თუ „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკა ან დაბრალება მოხდა, ეს არაფერს არ ნიშნავს? რადგან საქმე შეეხება ჩვენს მეგობარ ქვეყანას, უნდა გავჩერდეთ ყველაფერზე? თუ მათ შევეკამათებით ეს ორი ქვეყნის მეგობრობის ჩარჩოებში და სიმართლის დაცვის ჩარჩოებშიც ჯდება. ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატებია და კითხვაც არ დავსვათ - ეს არის ის ფსიქოლოგია, რომელიც არცერთ სუვერენულ ქვეყანას არ გამოადგება და ხელისუფლების არცერთმა წარმომადგენელმა ასე არ უნდა იფიქროს. შეგვიძლია ვურჩიოთ კიდევაც, რომ ჯობია გაეცეს ძალიან კონკრეტული და მკაფიო პასუხები, ის რომ მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელია და ეს არ გაბედოთ, ასეთი მონური ფსიქოლოგია ჩემი აზრით, არავის არ უნდა ჰქონდეს ამ ქვეყანაში“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს