ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია ფიქრობს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებით ხელისუფლება ქულებს ჩაიწერს და ყველაფერს აკეთებს, რომ ეს არ მოხდეს

ოპოზიცია ფიქრობს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღებით ხელისუფლება ქულებს ჩაიწერს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებლობით აგრძელებს მოქმედებას.

„მათ [ოპოზიციას] არ უნდათ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ეს არის მათი პოზიციის ამოსავალი წერტილი. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამ პროცესის საბოტაჟი განახორციელონ, რომელიც ევროინტეგრაციას უკავშირდება, - ეს აჩვენებს მათ ბუნებას. ისინი ფიქრობენ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებით, ხელისუფლება ქულებს ჩაიწერს და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს. თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, მოქმედებას ჩვენი პასუხისმგებლობით გავაგრძელებთ და ეს პროცესი გაგრძელდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ