ლელა ჯანაშვილი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ახალი კანონის მიღება - უფრო მეტი ბერკეტი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისთვის მნიშვნელოვანი იქნება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ახალი კანონის მიღება - უფრო მეტი ბერკეტი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისთვის მნიშვნელოვანი იქნება , - ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი გამოწვევაა რეგიონული დაფარვის გაძლიერება და რეგიონული ოფისების გახსნა.

"ფუნქციურ გაძლიერებაში ჩვენ რეგიონულ დაფარვას მოვიაზრებთ. სამსახურის რეგიონული ოფისების შექმნა იქნება მნიშვნელოვანი გამოწვევა და სიახლე, რაც პირველად მოხდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ინსტიტუტის ფარგლებში.

ქვეყანას სჭირდება ცნობიერების ამაღლება პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით, ვფიქრობთ მნიშვნელოვნად გავაძლიერებთ იმას, რომ საზოგადოებას ჰქონდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კულტურა, უნდა ჰქონდეთ შეგრძნება, რომ მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა არის დაცული. ბერკეტი მნიშვნელოვანია მოქმედი კანონის ფარგლებშიც, მაგრამ უფრო მეტი ბერკეტი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კუთხით მნიშვნელოვანი იქნება", - განაცხადა ჯანაშვილმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების თაობაზე, რაც ევროკავშირის რეკომენდაციას წარმოადგენს,აღნიშნული ორი სამსახურის ხელმძღვანელ პირებს პარლამენტში შეხვდნენ.

ოხანაშვილის თქმით, ანტიკორუფციული ღონისძიებების, ასევე სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების საკითხებზე პარლამენტში კიდევ ერთი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო