კახა კალაძე - მივესალმებით ტურისტების შემოდინებას, ესენი შეიძლება იყვნენ რუსები, უკრაინელები, ბელარუსები, სხვადასხვა ქვეყნიდან, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს - რაც უფრო მეტი ტურისტი იქნება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია

მივესალმებით ტურისტების შემოდინებას, ესენი შეიძლება იყვნენ რუსები, უკრაინელები, ბელარუსები, სხვადასხვა ქვეყნიდან, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით.

კახა კალაძის შეფასებით, რაც უფრო მეტი ტურისტი შემოვა, ეს ქვეყნისა და ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

„მივესალმებით ტურისტების შემოდინებას. ესენი შეიძლება იყვნენ რუსები, უკრაინელები, ბელარუსები, სხვადასხვა ქვეყნიდან, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. რაც უფრო მეტი ტურისტი იქნება, ჩვენი ქვეყნისთვის, ბიუჯეტისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება კონკურენციას, რა თქმა უნდა, ბიზნესს კონკურენცია სჭირდება იმისთვის, რომ განვითარდეს და წინ წავიდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს