ჯოზეფ ბორელი - ვრჩებით ღია რუსეთთან დიალოგისთვის, იმ პირობით, რომ უარს იტყვის თავის იმპერიალისტურ პრეტენზიებზე

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ის პირობები დაასახელა, რომელთა შესრულების შემთხვევაში ევროპა რუსეთთან დიალოგის რეჟიმს დაუბრუნდება.

„რაც შეეხება ევროპას, ჩვენ ვრჩებით ღია რუსეთთან დიალოგისთვის, იმ პირობით, რომ ის უარს იტყვის თავის იმპერიალისტურ პრეტენზიებზე და პატივს სცემს ყველა სახელმწიფოს მთლიანობას, მათ შორის უკრაინისას“,- განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

რუსეთის ენერგორესურსებზე ევროკავშირის დამოკიდებულების შეფასებისას, ბორელმა აღნიშნა, რომ ევროპამ განაცხადა მოქმედების მზაობა და მზადაა გარისკოს გამოწვევის მასშტაბის პროპორციულად.

„რა თქმა უნდა, რუსული ენერგეტიკისგან დეტოქსიკაცია არ მიმდინარეობს უმტკივნეულოდ ზოგიერთი ქვეყნისთვის ან გარკვეული სექტორებისთვის. და ამან მწვავედ იმოქმედა სამომხმარებლო ფასებზე. თუმცა რუსული ენერგორესურსებისგან გამოყოფა შეუქცევადია. ასეთი მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დროულია იქიდან გამომდინარე, რომ შეესაბამება ჩვენს კლიმატურ ამბიციებს. საზოგადოებრივი აზრი ომის დასრულების შემდეგაც არ დაიწყებს უკუსვლას“, - მიიჩნევს ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელი.

მან ევროკავშირის სანქციებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სანქციებს სასიგნალო ფუნქცია აქვს, მიუთითებს რა რუსეთის ქმედებების მიუღებლობაზე და ასევე იძულებითი ფუნქცია აქვს, რომელიც მიმართულია კრემლის ომის მანქანის დაფინანსების შეწყვეტისკენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო