რუსეთმა კიდევ 39 ბრიტანელი, მათ შორის ყოფილი პრემიერი დევიდ კამერონი, “შავ სიაში“ შეიყვანა

მოსკოვმა კიდევ 39 ბრიტანელი ე.წ. შავ სიაში შეიყვანა, მათ შორის, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი კირ სტარმერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩამოთვლილ მოქალაქეებს, მათ შორის ჟურნალისტებს, "ლონდონის მტრულ კურსში წვლილი შეაქვთ", რომელიც რუსეთის "დემონიზაციასა და მის საერთაშორისო იზოლაციას ისახავს მიზნად".

ამასთან, მედიის ცნობით, აღნიშნულ "შავ სიაში" ასევე ბრიტანეთის "ლეიბორისტული პარტიის" რამდენიმე წევრი, შოტლანდიელი პოლიტიკოსი და ლორდთა პალატის წევრები შედიან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა