მარია ზახაროვა ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტზე - ვაშინგტონს მსოფლიოსთვის დესტაბილიზაცია მოაქვს

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ტაივანში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტი შეაფასა. ზახაროვამ აშშ-ის ამ გადაწყვეტილებას დესტაბილიზაციის მცდელობა უწოდა.
„ვაშინგტონს მსოფლიოსთვის დესტაბილიზაცია მოაქვს - არც ერთი დარეგულირებული კონფლიქტი უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, მაგრამ მრავალი - პროვოცირებული“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.
ცნობისთვის, ტაივანის მედიის ინფორმაციით, ნენსი პელოსის თვითმფრინავი აშშ-ის დელეგაციასთან ერთად, ტაიბეიში სუნშანის აეროპორტში ადგილობრივი დროით 21:00 საათიდან 21:30-საათამდე დაეშვება. დილით კი ტაივანის პარლამენტს ეწვევა, სადაც კუნძულის მმართველებს შეხვდება. არსებული ინფორმაციით, ის კუნძულს ხვალ შუადღისთვის დატოვებს.

























