ჩინეთმა ტაივანში წარმოებული 35 სახის პროდუქტის იმპორტი აკრძალა

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტის საპასუხოდ ჩინეთმა ტაივანში წარმოებული 35 სახის პროდუქტის იმპორტი აკრძალა. Reuters-ის მიხედვით, იმ პროდუქტებს შორის, რომელთა იმპორტიც ჩინეთმა აკრძალა ძირითადად საკონდიტრო ნაწარმი, ორცხობილები და პურფუნთუშეული მოხვდა.

ტაივანის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს განცხადებით, აკრძალვა 3 200-ზე მეტ კომპანიას შეეხო, რომელიც აღნიშნულ პროდუტებს აწარმოებს.

ცნობისთვის, ტაივანის მედიის ინფორმაციით, ნენსი პელოსის თვითმფრინავი აშშ-ის დელეგაციასთან ერთად, ტაიბეიში სუნშანის აეროპორტში ადგილობრივი დროით 21:00 საათიდან 21:30-საათამდე დაეშვება. დილით კი ტაივანის პარლამენტს ეწვევა, სადაც კუნძულის მმართველებს შეხვდება. არსებული ინფორმაციით, ის კუნძულს ხვალ შუადღისთვის დატოვებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა