ვიქტორ ორბანი - ბრიუსელი ჩვენი უფროსი არ არის

უნგრეთი დაბლოკავს ევროკავშირის გადაწყვეტილებებს, რომლებსაც საკუთარი თავისთვის მავნებლად მიიჩნევს. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი არა ბრიუსელში, არამედ ვენაში, ბუდაპეშტში, ვარშავაში, ბერლინსა და მადრიდშია.

ორბანის განცხადებით, უნგრეთი ყოველთვის გამოხატავს მის შეხედულებას საერთო ევროპულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვმონაწილეობთ ყველა გადაწყვეტილებაში, ყოველთვის ვამბობთ ჩვენს მოსაზრებას და თუ გაჩნდება მოსაზრება, რომელსაც ჩვენ არ ვეთანხმებით, ჩვენ ამის შესახებ ვიტყვით. ბრიუსელი ჩვენი უფროსი არ არის. ჩვენ დამოუკიდებელი, სუვერენული უნგრელი ერი ვართ. ჩვენ გადაწყვეტილებებს ერთად ვიღებთ. თუ გადაწყვეტილებები ჩვენ არ შეგვესაბამება, ამას ვიტყვით, თუ გადაწყვეტილებები ცუდია და ჩვენ მათი შეჩერება შეგვიძლია, საერთო გადაწყვეტილება არ იქნება“,- განაცხადა ორბანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა