მიკოლაევში ძლიერი აფეთქებები მოხდა

მიკოლაევის მერ ალექსანდრ სენკევიჩის განცხადებით, ქალაქში ძლიერი აფეთქებები მოხდა. მისი თქმით, აფეთქებების სერიის ხმა დილის ხუთ საათზე გაისმა.
აფეთქებების შედეგად ხანძარი გაჩნდა ქალაქის ერთ-ერთ უბანში. სამაშველო სამსახურებმა შენობიდან მაცხოვრებლები გამოიყვანეს.

























