მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ნაწილებს შორის მთიან ყარაბაღში დაპირისპირებაა - ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანმა კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 3 აგვისტოს დილით სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ მთიან ყარაბაღში ლაჩინის მიმართულებით აზერბაიჯანული არმიის პოზიციების დაბომბვის შედეგად ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო დაღუპა.

როგორც აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო trend -ი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაციის შედეგად, სომხური საარტილერიო ბატალიონი და შეიარაღებული ფორმირებების ერთი პოსტი, ისევე როგორც დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა განადგურდა.

არსებული ცნობებით, სომეხ სამხედროებს შორის არიან დაღუპულები და დაჭრილები.

ამასთან, ოფიციალური ბაქო ირწმუნება, რომ კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად, ისინი რამდენიმე სიმაღლეს აკონტროლებენ.

სომხური მედიის ცნობით კი, დღეს დილის 09:00 საათიდან აზერბაიჯანულმა ქვედანაყოფებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს, რის შედეგადაც სასიკვდილოდ დაიჭრა შეიარაღებული ძალების 2 სამხედრო მოსამსახურე.

„არცახის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო იზიარებს დანაკარგის გამო დიდ მწუხარებას და თანადგომას უცხადებს დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და თანამებრძოლებს. კიდევ 14 სამხედრო მოსამსახურე სხვადასხვა სიმძიმითაა დაჭრილი“,- აღნიშნულია არაღიარებული არხაცის ე.წ. რესპუბლიკის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

როგორც სომხური მედია იტყობინება, არცახის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო უმკაცრესად გმობს აზერბაიჯანის აგრესიული ქმედებების ახალ რაუნდს და ამას სომხების სიძულვილის მორიგ გამოვლინებად აფასებს.

ამასთან, არცახის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მიზანმიმართულად შეაფასოს აზერბაიჯანის ქმედებები და გადადგას შესაბამისი ნაბიჯები ოფიციალური ბაქოს დესტრუქციული პოლიტიკის შესაჩერებლად.

გარდა ამისა, სომხური მედიასაშუალებები წერენ, რომ „არცახის რესპუბლიკის“ ე.წ პრეზიდენტმა არაიკ ჰარუთუნიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც ე.წ. რესპუბლიკაში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია 2022 წლის 3 აგვისტოდან გამოცხადდა.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს