აფხაზეთის ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლომ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების მასალები „პარლამენტს“ უკან დაუბრუნა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლომ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების მასალები ე.წ. პარლამენტს უკან დაუბრუნა.

ე.წ. საკონტიტუციო სასამართლოს აპარატის დე ფაქტო ხელმძღვანელის განცხადებით, დოკუმენტი იურიდიულად გამართული არ იყო, რადგან განმცხადებელმა მიმართვაში უნდა მოიყვანოს თავისი პოზიცია დადგენილ საკითხზე და წარმოადგინოს მისი სამართლებრივი საფუძველი.

დე ფაქტო პარლამენტს შეუძლია 3 დღის განმავლობაში გაასაჩივროს მოთხოვნის უკან დაბრუნების გადაწყვეტილება და ახლიდან გაგზავნოს მიმართვა ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოში იურიდიული ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ.

აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და მისი გამოყენების წესის შესახებ ე.წ. შეთანხმებას 2022 წლის 19 იანვარს მოეწერა ხელი.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს