ანრი ოხანაშვილი - წარმოუდგენელი რამ არის, ძალით ცდილობდეს ვინმე იმ ადამიანის პოლიტიკაში ჩართვას, რომელმაც პოლიტიკური სივრცე  დატოვა

წარმოუდგენელი რამ არის ძალით ცდილობდეს ვინმე იმ ადამიანის პოლიტიკაში ჩართვას, რომელმაც დატოვა პოლიტიკური სივრცე, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც “გირჩისა” და “მოქალაქეების” ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, საკითხებზე, რომლებიც განცხადებაშია ჩამოთვლილი, შინაარსობრივი მსჯელობა სწორად არ მიაჩნია.

„საკონსტიტუციო ცვლილება, რაც საარჩევნო ბარიერს უკავშირდება, 12-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებული ვერ იქნება, არც ერთ პუნქტში ეს არ არის. რაც შეეხება სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლას, ეს სააკაშვილის საკითხია და ამ პარტიის გადასაწყვეტია. თუ ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ამ საკითხებზე მსჯელობს, ეს ერთმანეთთან ისაუბრონ, ამას ჩვენთან კავშირი არ აქვს. ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას რაც შეეეხება, წარმოუდგენელი რამ არის, ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება და დატოვა პოლიტიკური სივრცე, ძალით ცდილობდეს ვინმე მის პოლიტიკაში ჩართვას,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნიბისათვის, „მოქალაქეები“ და „გირჩი“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ დეპოლარიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან გასვლა და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება. ასევე განცხადებაში აღნიშნულია, რომ საჭიროა პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები, პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღოს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს