უკრაინელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, 6 000-მდე ადამიანი, რომელიც  ოკუპირებული ტერიტორიებიდან წასვლას ცდილობს, წყალდიდობის გამო ტერიტორიის დატოვებას ვერ ახერხებს

უკრაინელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, დაახლოებით 6 000 ადამიანი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან წასვლას ცდილობს, წყალდიდობის გამო ტერიტორიის დატოვებას ვერ ახერხებს. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

„ვასილივკას საკონტროლო პუნქტთან არის 1200-ზე მეტი მანქანა. ეს არის თითქმის 6000 მოქალაქე, რომლებიც ელიან საკუთარ რიგს, რომ დატოვონ ქალაქი ზაპოროჟიე. მოლოდინის დრო დაახლოებით 7 დღემდეა, მაგრამ ვითარება ბოლო დღეებში გართულდა, რადგან ზაპოროჟიეს რეგიონში ძლიერი წვიმაა. გზა, რომელიც არის „ნაცრისფერ ზონაში“, ახლა გაუვალია“, - აცხადებს მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი.

როგორც ცნობილია, მარშრუტი ზაპოროჟიემდე, ვასილივკას გავლით, არის ერთ-ერთი „მწვანე კორიდორი“, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას საშუალებას აძლევს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადავიდნენ. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კი აღნიშნული მარშრუტი დატბორილია.

თენგიზ ფხალაძე - რუსეთის ყველა უკანონო ნაბიჯი მოითხოვს რეაგირებას, მოსკოვმა უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის, დუმილით კი ამას ვერ მივაღწევთ
ქართული პრესის მიმოხილვა 08.08.2022
კახა ოქრიაშვილი აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს