ევროკავშირმა 16 მილიონი ევროს ოდენობის ანტიკრიზისული პაკეტი მიიღო, რომელიც განათლების ხელმისაწვდომობას და უკრაინაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა დახმარებას ითვალისწინებს

ევროკავშირმა ახალი 16 მილიონი ევროს ოდენობის ანტიკრიზისული პაკეტი მიიღო, რათა ხელი შეუწყოს განათლების ხელმისაწვდომობას და დაეხმაროს უკრაინაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლ პირებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში ევროკავშირის დელეგაციის პრესსამსახური ავრცელებს.
თანხები გამოყენებული იქნება უკრაინაში ონლაინ სწავლების პლატფორმის მხარდასაჭერად და უსაფრთხო სასწავლო სივრცის საჭიროების დასაკმაყოფილებლად მათთვის, ვინც სწავლას საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გააგრძელებს. თანხები მიმართული იქნება ბავშვებისთვის განკუთვნილი სასწავლო მასალებისთვისაც.
დახმარება ასევე გათვალისწინებულია მასწავლებლებისთვის, რომ მათ ომის პირობებში მუშაობა გააგრძელონ.
გარდა ამისა, თანხების ნაწილი მოხმარდება კონფლიქტთან პირობებში სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა დახმარებას. ეს მოიცავს ასევე ადგილობრივი ორგანიზაციების და სასწრაფო დახმარების სამსახურების, ასევე სპეციალიზებული საგამოძიებო ჯგუფების უშუალო დახმარებას, რომლებსაც უკრაინის გენერალური პროკურატურა ხელმძღვანელობს.

























