დეოლიგარქიზაციის საკითხზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფი პირველ სხდომას მართავს

დეოლიგარქიზაციის საკითხზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფი პირველ სხდომას მართავს.

ჯგუფის წევრებისთვის დარიგებულია და განხილვის საგანს წარმოადგენს დეოლიგარქიზაციის უკრაინული მოდელი, როგორც საბაზისო დოკუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც მმართველი გუნდი ქართული კანონის დაწერას აპირებს.

კითხვაზე, რატომ უკრაინული მოდელი, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ანრი ოხანაშვილმა აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ ევროკომისიამ უკრაინას დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით მათ მიერვე მიღებული კანონის იმპლემენტაციაზე მიუთითა. ოხანაშვილის აზრით, ევროკომისიის მიერ უკრაინისთვის მიცემული რეკომენდაციიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მათი სურვილია აღნიშნული კანონის იმპლემენტაცია.

ამ კონტექსტში ისიც აღინიშნა, რომ დეოლიგარქიზაციის სხვა მოდელების გამოყენების მხრივ არჩევანი არ არსებობს და სწორედ ამიტომ უკრაინული მოდელი საბაზისო დოკუმენტი იქნება.

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის უკრაინული მოდელის პრინციპებს, როგორც ოხანაშვილმა პრეზენტაციისას განაცხადა, უკრაინული კანონი ოთხ ძირითად კომპონენტს ეფუძნება. ეს არის: შესაბამისი პირის პოლიტიკაში ჩარევის კომპონენტი; დიდი ოდენობით ფინანსური რესურსის კომპონენტი, რომელიც საარსებო მინიმუმი გამრავლებული ერთ მილიონზე გამოითვლება; მედიაზე ზეგავლენა და ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის ქონა.

“უკრაინული მოდელის მიხედვით, თუკი ამ ოთხი კომპონენტიდან სამი დაკმაყოფილებული იქნება, პირი ოლიგარქად მიიჩნევა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სამუშაო ჯგუფის გეგმის თანახმად, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ინიცირების ბოლო ვადა მიმდინარე წლის 5 ოქტომბერია, ხოლო პარლამენტის მიერ კანონის მიღების ბოლო ვადად განსაზღვრულია 29 ნოემბერი.

საპარლამენტო ოპოზიციიდან სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობას იღებენ- “მოქალაქეების“, “ევროპელი სოციალისტების“, პარტია “საქართველოსთვის და “გირჩის“ დეპუტატები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა