მამუკა მდინარაძე არასამთავრობოების საქმიანობის შესაძლო შეზღუდვაზე - არცერთ ნაწილში არავის შეზღუდავს არ ვაპირებთ, მითუმეტეს, უფლებრივ ნაწილში

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი პარტია არავის შეზღუდვას, მით უფრო, უფლებრივ ნაწილში, არ აპირებს.

ამის შესახებ მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, შესაძლოა, მარწუხებში მოექცნენ, რადგან „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების თქმით, „არცერთ ქვეყანაში მესამე სექტორს იმდენი უფლება არ აქვს, როგორც საქართველოში“.

მდინარაძის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ უფლებრივი გაუმჯობესება ყველაზე ხელშესახები და თვალშისაცემია.

„ჩვენი მხრიდან მსგავსი არ გახმოვანებულა, ასეთ საკითხებზე არ გვიმსჯელია. რაც კი გახმოვანდება, მათი გამოგონილი დღის წესრიგის ნაწილი იქნება. არცერთ ნაწილში არავის შეზღუდავს არ ვაპირებთ, მითუმეტეს, უფლებრივ ნაწილში. 2012 წლის შემდეგ თუ რაიმე გაუმჯობესებაა თვალშისაცემი, მათ შორის უფლებრივი გაუმჯობესება არის ყველაზე ხელშესახები, თვალშისაცემი. ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკიდან გამომდინარე თუ ვინმეს დასკვნა შეუძლია გააკეთოს, რომ პირიქით ხდება, ეს მხოლოდ მოგონილი დღის წესრიგის ნაწილი შეიძლება იყოს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს