მამუკა მდინარაძე - ლომჯარიამ „გადასარევი“ პოლიტიკური, რადიკალური საქმიანობა ჩაატარა - „ნაცმოძრაობის“ ძალიან მყარი დასაყრდენი და რადიკალური შემტევი იყო საქართველოს წინააღმდეგ

ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველ პარტიაში სახალხო დამცველის კანდიდატურის განხილვა არ ყოფილა და გუნდს არც თავისი კანდიდატი ჰყავს.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სახალხო დამცველის არჩევას ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება, ამიტომ საკითხზე კონსენსუსი უნდა შედგეს.

„შემიძლია მყარად დაგიდასტუროთ, რომ მმართველ გუნდს საკუთარი კანდიდატი არ ჰყავს და მსგავსი საუბარი ვინმეზე, ჩვენს გუნდში არ ყოფილა. ამას თავისი მიზეზები აქვს - მაგალითად, იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიციის გარეშე სახალხო დამცველის არჩევა წარმოუდგენელია, 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. კონსენსუსის და კომპრომისის გარეშე ამ საკითხზე ვერ შევჯერდებით, რაც არ უნდა კანდიდატი გვყავდეს. ნებისმიერ თქვენგანს რომ ვუთხრათ, ხომ არ იქნებით სახალხო დამცველი, ეს იქნება ფუჭი მცდელობა, იქიდან გამომდინარე, რომ საჭიროა ოპოზიციის მხარდაჭერაც“, - განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება ნინო ლომჯარიას საქმიანობის შეფასებას, როგორც მდინარაძე აცხადებს “ლომჯარიამ გადასარევი პოლიტიკური, რადიკალური საქმიანობა ჩაატარა“.

“ლომჯარიამ „გადასარევი“ პოლიტიკური, რადიკალური საქმიანობა ჩაატარა. „ნაცმოძრაობის“ ძალიან მყარი დასაყრდენი და რადიკალური შემტევი იყო საქართველოს წინააღმდეგ ეს ადამიანი; განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც ის უშუალოდ ჩაერთო ქვეყნის გადატრიალების თუ ოდნავ უტრირებულად რომ ვთქვა, ხელისუფლების ჩამოშლის კუთხით. ჩვენ როდესაც ლომჯარიას ვირჩევდით, არ გვქონდა მოლოდინი, რომ ეს ადამიანი ჩვენიანი იქნებოდა. დემოკრატია ასეთ გადაწყვეტილებებს იცნობს. ეს იყო მათ შორის დემოკრატიული გადაწყვეტა. შეიძლება ბევრ ჩვენგანს არ ეგონა, რომ ის ასე აშკარად ჩაერთვებოდა „ნაცმოძრაობის“ კამპანიაში ხელისუფლების ჩამოშლის მიზნით, მაგრამ ნამდვილად ვიცოდით, რომ ის ჩვენს მიმართ კრიტიკული იქნებოდა. ამას შეგუებულები ვიყავით. კრიტიკა მისაღებია, თუნდაც უმწვავესი, სუბიექტური, ან თუნდაც ობიექტურობის ჩარჩოებს გაცდენილი. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი მისი ახლო კონტაქტები „ნაცმოძრაობის“ წევრებთან, მე პირადად არ ველოდი, რომ ის მიტინგზე დადგებოდა და ტექნიკური მთავრობის შექმნას მოითხოვდა“, - განაცხადა მდინარაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია