მამუკა მდინარაძის განცხადებით, გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ნოდარ ჯავახიშვილის კანდიდატურა არ განიხილება

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველ პარტიაში საქართველოს გენერალური აუდიტორის კანდიდატურის განხილვა არ ყოფილა.

მდინარაძე ამბობს, რომ მმართველ გუნდს კანდიდატი არ ჰყავს.

დასმულ კითხვაზე, მოიაზრება თუ არა ირაკლი მექვაბიშვილის ადგილზე ნოდარ ჯავახიშვილის კანდიდატურა, მდინარაძემ უპასუხა, რომ - „არა“.

„შემიძლია გითხრათ, რომ არა და მსგავსი საუბარი გუნდში არ ყოფილა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ნოდარ ჯავახიშვილი, პროფესიით ეკონომისტია. ჯავახიშვილი 2016 წლის დეკემბრიდან დღემდე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებს. მანამდე, 1993-1998 წლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო, 2015-2016 წლებში კი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.

გენერალურ აუდიტორს, ირაკლი მექვაბიშვილს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის სექტემბერში ეწურება.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ