ჯონ კირბი - აშშ ძალიან ყურადღებით აკვირდება ჩინეთის სამხედრო წვრთნებს იაპონიის მახლობლად

ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან ყურადღებით აკვირდება ჩინეთის სამხედრო წვრთნებს იაპონიის მახლობლად - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გამოიწვია თუ არა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტმა ჩინეთის სამხედრო წვრთნები, კირბიმ უპასუხა, რომ „აქ პროვოკატორი პეკინია“.

„ერთ-ერთი შემაშფოთებელი რამ, რაც მსგავს წვრთნებს ან რაკეტების გაშვებას ახლავს, არის გაანგარიშების რისკი, შეცდომის რისკი, რომელმაც ფაქტობრივად შეიძლება რაიმე სახის კონფლიქტი გამოიწვიოს“, - დასძინა კირბიმ.

ცნობისთვის, იაპონიის თავდაცვის მინისტრმა ნობუო კიშიმ განაცხადა, რომ სამხედრო წვრთნების ფარგლებში, ჩინეთის მიერ გასროლილი ხუთი ბალისტიკური რაკეტა იაპონიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში დაეშვა, რაც, მისი თქმით, ოფიციალურმა ტოკიომ მკაცრად გააპროტესტა დიპლომატიური არხებით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა